Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თემურ ჭყონია - მხოლოდ კომაროვის განათლება საკმარისი არ არის
ambebi.ge
17 October 2017, 13:20
თემურ ჭყონია ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია.

25 წელზე მეტია, რაც აქტიურად არის ჩართული ბიზნესში და კარგად იცნობს ქართული ბიზნესის ყველა ნიუანსს. "კოკა კოლა", "მაკდონალდსი", "კასტელი" და კიდევ მრავალი სხვა ბიზნესი, რომელიც მან სხვადასხვა დროს შექმნა და განავითარა თან ისე, რომ მუდმივად ოსტატურად ახერხებდა არსებითად გამიჯვნოდა პოლიტიკურ თამაშებს. თბილისის მერის არჩევნები და მერობისთვის მერძოლი კანდიდატები, ქართულ პოლიტიკაში არსებული ხარვეზები და გამოწვევები, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების მართვა, კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობა და მის ბიზნესებში არსებული სიტუაცია - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ბიზნესმენი თემურ ჭყონია გვესაუბრა.

კალაძე, როგორც ბრენდი

- როგორ შეაფასებდით თბილისის მერის არჩევნების მიმდინარე პროცესებს და, ზოგადად, მერობის კანდიდატებს? თქვენი აზრით, ვის აქვს გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი და რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე დადგება თბილისის ახალი მერი?

- საარჩევნო პროცესში ყველაზე ცუდი არის ის, რომ მერობის კანდიდატები გამოდიან პარტიული იდეოლოგიით და არა - საკუთარი იდეოლოგიით დატვირთულები. რეალურად, ჩვენ ახლა ვირჩევთ კანდიდატს, რომელიც უფრო უკეთ მოუგებს მეორე კანდიდატს დებატებში ან საუბარში, მაგრამ ამ ყველაფერმა მოსახლეობის მომავალზე დიდი გავლენა შესაძლოა არც იქონიოს.
პირადად მე მაინტერესებს ერთი იდეოლოგია, ჩემთვის მნიშვნელოვანია პროგრამა, რომელიც აგებულია კერძო საკუთრებაზე, თავისუფალი ბაზრის სისტემაზე და იმ კულტურლ საწყისებზე, რაც დედაქალაქისთვის არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია ტურიზმის საკითხთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება აქვს კანდიდატს, ქალაქი როგორ განვითარდება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია როგორ მოხდება და არსებული ტრადიციები როგორ გაძლიერდება. ტურისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი თბილისი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გამწვანება, რამდენად დაცული იქნება იმ ქალაქში, სადაც ჩავა და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, დედაქალაქის წინაშე არსებული პრობლემები ყველამ კარგად იცის, მთავარია ვინ რას და როგორ გააკეთებს, ან რისი გამკეთებელია.

რაც შეეხება კანდიდატებს, პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მე კატეგორიულად გამიჯნული ვარ ყველა პოლიტიკური პარტიისგან, ამიტომ გეტყვით ჩემი, როგორც ერთი რიგითი ამომრჩევლის აზრს. მერობის თითოეულ კანდიდატს აქვს საკუთარი ბექგრაუნდი, ყველა განათლებულია, სიმპათიური, თუმცა ძირითადად, ერთმანეთის მსგავსი პროგრამებით და სლოგანებით გამოდიან. შესაბამისად, უნდა ვნახოთ, ვინ უკეთესი შემსრულებელია, ვის მეტი გამოცდილება და უნარები აქვს. მე ნამდვილად ვერ დავახასიათებ ყველას, მაგრამ ერთმანეთს რომ შევადარე, მონაცემების მიხედვით, ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატი მაინც კახა კალაძეა. შესაბამისად, მასზე გავამახვილებ ყურადღებას.

ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ხშირად ვკითხულობ ფეხბურთელების ისტორიებს, შესაბამისად, კარგად ვიცი თუ რა შრომაა საჭირო იმისათვის, რომ გახდე მაღალი დონის ფეხბურთელი. ვფიქრობ, კახა კალაძე რაც დაიბადა, მას შემდეგ სულ შრომობს. მან საკმაოდ ბევრი იშრომა, რომ მოხვედრილიყო "სამტრედიაში", შემდეგ ადგილი /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); დაიმკვიდრა თბილისის "დინამოში", სადაც იმხანად საკმაოდ კარგი თაობის ფეხბურთელები იყვნენ, გადაინაცვლა უძლიერეს კლუბ კიევის "დინამოში" და მოხვდა ლობანოვსკისთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მწვრთნელის სახელით იყო ცნობილი და მის ძირითად გუნდში მოხვედრა ურთულეს რამეს წარმოადგენდა. და ბოლოს, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი "მილანი" - ანჩელოტი, ბერლუსკონი… მას მილიონობით გულშემატკივრის ბედი ებარა და მათი მიზნები უნდა გაემართლებინა. იქაც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობდა, ორჯერ გახდა კიდეც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მრავალი იტალიური ტიტულიც მოიპოვა.

ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო კახის დიდ შრომაზე და მიზანდასახულობაზე - ამხელა წარმატებას მხოლოდ ნიჭით ნამდვილად ვერ მიაღწევ. კახას თაობის უამრავი მასზე ნიჭიერი ფეხბურთელი დაიკარგა, ვინაიდან მათ ვერ გაუძლეს იმ შრომას და სტრესს, რაც სპორტს მუდმივად თან ახლავს, ამის ფაქტებიც უამრავი გვაქვს. ფეხბურთში ადამიანი ყალიბდება სტრატეგიულად, ფილოსოფიურად, ვინაიდან ფეხბურთი თვითონ არის ფილოსოფია- ფეხბურთი ესაა მეკარე, რომელიც კარში დგას და იცავს, დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა და იმპროვიზაცია, ანუ ის, რაც ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში სჭირდება.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი